როდესაც ადამიანი პირველად იღებს ხელში სიგარეტს, არ ფიქრობს იმ მძიმე შედეგებზე, რომლებსაც მოწევა იწვევს, მით უმეტეს, რომ სისტემატიური მოწევის სავალალო შედეგები მოგვიანებით იჩენს თავს.
ყოველი მწეველი, რომელიც დღეში 1 კოლოფ სიგარეტს ეწევა, ნებაყოფლობით იმოკლებს სიცოცხლეს 5 წლით, ყოველი მოწეული სიგარეტი მას სიცოცხლის 5,5 წუთი უჯდება.
ყოველი მწეველი, რომელიც დღეში 1 კოლოფ სიგარეტს ეწევა, ნებაყოფლობით იმოკლებს სიცოცხლეს 5 წლით, ყოველი მოწეული სიგარეტი მას სიცოცხლის 5,5 წუთი უჯდება.
მწეველებს შორის სიკვდილობის მაჩვენებელი ორჯერ უფრო მაღალია არამწეველებთან შედარებით. თამბაქოს ბოლში 4000-მდე ნივთიერება შედის, ხოლო მიჩვევას მათგან მხოლოდ ერთი ნიკოტინი იწვევს. სწორედ ნიკოტინის მოთხოვნილება აიძულებს ადამიანს, კვლავ და კვლავ შეისუნთქოს თამბაქოს ბოლი. დასაწყისში, ნიკოტინი იწვევს ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულირებას და მწეველი გრძნობს ენერგიის მოზღვავებას, ხდება უფრო აქტიური.
დამოკიდებულების ჩამოყალიბების შემდეგ, მოწევის შეწყვეტა იწვევს გუნებგანწყობის დაქვეითებას, შფოთვას, კონცენტრაციის უნარის დაქვეითებას. თანდათან მწეველის ორგანიზმი ვეღარ კმაყოფილდება ნიკოტინის უწინდელი დოზებით, შესაბამისად, იზრდება მოწეული სიგარეტების რაოდენობა და მცირდება ინტერვალი მოწევებს შორის.
თამბაქოს ბოლში შემავალი ნივთიერებებიდან ყველაზე ტოქსიკურია: ნახშირჟანგი, კანცეროგენული (კიბოს გამომწვევი) ფისები, რადიოაქტიური ნივთიერებები, აზოტის შენაერთები, მძიმე ლითონები (ვერცხლისწყალი, კადმიუმი, კობალტი, ნიკელი) და სხვ. ერთი სიგარეტის მოწევა მანქანებით გადატვირთულ ავტომაგისტრალზე 36 საათის განმავლობაში ყოფნის ტოლფასია.
Комментариев нет:
Отправить комментарий