ჩვენ ვიმყოფებოდით
მე-4 საოჯახო ცენტრში და ვესაუბრეთ
ოფთალმოლოგს ქალბატონ ნელი ბობოხიძეს
მხედველობის
ორგანო არის ადამიანის გრძნობათა სისტემის განუყოფელი ნაწილი, რომლის მეშვეობითაც ადამიანს შეუძლია შეიცნოს, აღიქვას
სამყარო და ადაპტირდეს გარემოში.
მე-4 საოჯახო ცენტრში და ვესაუბრეთ
ოფთალმოლოგს ქალბატონ ნელი ბობოხიძეს
მხედველობის
ორგანო - თვალი- შედგება სისხლძარღვების, ნერვული ქსოვილების და ოპტიკური ნაწილისაგან.
თვალს
კვებავს და კარგ მხედველობას განაპირობებს სისხლძარღვების მიერ სწორად მიწოდებული სისხლი.
თუ სისხლძარღვი ზიანდება , თვალი ვერ იკვებება და მხედველობა უარესდება. უამრავი ფაქტორი
ახდენს მხედველობაზე მევნე ზემოქმედებას მათ
შორის მნიშვნელოვანია თამბაქოს ზეგავლენა მხედველობაზე.
თამბაქოს
კვამლი შეიცავს 4000 -მდე ნივთიერებას, რომელთა
შორის 40 კანცეროგენულია, სწორედ ესენი იწვევენ მრავალი ორგანოს კიბოთი დაავადებას.
თამბაქო
შეიცავს ნიკოტინს, რომელიც იწვევს სისხლძარღვის კედლის ტროფიკულ ცვლილებას, სისხლძარღვის
შევიწროებას, რაც საბოლოოდ გამოიწვევს სისხლის მომარაგების შეფერხებას. შესაბამისად
თვალი ვერ იკვებება , კარგავს თავის ფუნქციას - მხედველობა უარესდება.
თამბაქოს
მწეველ ადამიანებში ხშირად აღინიშნება ღამის მხედველობის გაუარესება, თვალის დაავადებების
განვითარების რისკი როგორიცაა კატარაქტა, გლაუკომა და ა.შ.
მწეველ
ადამიანებში ზიანდება მთელი ორგანიზმის სისხლძარღვები, შესაბამისად მხედველობის ორგანოც.
Комментариев нет:
Отправить комментарий