
პირველი სიგარეტი, როგორც წესი, არასასიამოვნო შეგრნებებს: ყელის
წვას, გულისრევას, თავბრუხვევას - იწვევს. თუ ადამიანმა სიგარეტის წევა გააგრძელა,
ჩამოთვლილი მოვლენები თანდათან ქრება და ყალიბდება მოწევის მავნე ჩვევა,
სხვაგვარად რომ ვთქვათ, ნიკოტინისადმი დამოკიდებულების სინდრომი. თავდაპირველად
თამბაქოს მოხმარება სისტემატურია. ჩნდება შეგრძნება, რომ სიგარეტის მოწევა ზრდის
გონებრივი შრომის უნარს, აქარვებს მღელვარებას და სევდას. დამოკიდებულების ეს
ეტაპი 3-5 წელიწადს გრძელდება. ამ ხნის მანძილზე დღეში 10-20 ღერ სიგარეტს
ეწევიან. ნევროლოგიური და ფსიქიკური ცვლილებები არ აღინიშნება. მომდევნო ეტაპზე
მოწეული ღერების რაოდენობა დღეში 20-40 ცალს აღწევს. სიგარეტის მოწევა დაუძლეველ
ლტოლვად იქცევა. იწყებენ მოწევას დილით, უზმოზე, რათა შეიმსუბუქონ უსიამოვნო
შეგრძნებები, მაგალითად, ხველა (მწეველთა დილის ხველა). თავგადადებული მწეველი
სიგარეტის მოსაწევად ხშირად ღამითაც იღვიძებს.

ანი კირთაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ცოდნას"
წარმომადგენელი: "ჩვენს მიერ ჩატარებული გამოკოკვლევებით დადგინდა, რომ
თამბაქოს მომხმარბელი 16 წლამდე მოზარდების დაახლოები 80% საქართველოს ოთხ ქალაქში
– თბილისში, რუსთავში, ბათუმში და ქუთაისში ცხოვრობენ. როგორც კვლევიდან ვხედავთ,
ურბანისტული გარემო და ქალაქის არეალი ბავშვების ფსიქიკაზე უარყოფითად მოქმედებს
და ისინი ადვილად ექცევიან ცუდი მაგალითების გავლენის ქვეშ. ამას გარდა, ქალაქად
მცხოვრები ბავშვების დიდი ნაწილი მშობლებს როგორც წესი მხოლოდ დილით და საღამოს
ხედავენ და მშობლების მხრიდან მათზე კონტროლიც ვერ არის სასურველი ხარისხის.
მინდა ასევე გითხრათ, რომ მოზარდების უმეტესობა საერთოდ ვერ
ერკვევა იმაში, თუ თამბაქოს მოხმარებით როგორი ზიანი შეიძლება მიადგეს მათ
ჯანმრთელობას. ამ კუთხით ინფორმაციის ნაკლებობა მშობლების გარდა, ხშირად სკოლიც
ბრალიცაა. მხოლოდ შეგონებებით და კუთხეში დაყენებით ბავშვს ამ მავნე ჩვევას ვერ
მოაშლევინებ.
სამწუხადროდ, ჯერჯერობით კვლავ არ გვაქვს ზუსტი სტატისტიკა და
დაზუსტებით ვერ ვიტყვით მოზარდების რამდენი პროცენტი მოიხმარს თამბაქოს მთელს
საქართველოში. ამ კუთხით ევროპის განვითარებულ ქვეყნებში მრავალი სახის კვლევა
ტარდება და კვლევის შედეგებზე დაყრდნობით აწარმოებენ შემდგომ ღონისძიებებს.
ჩვენთან საამისო სახსრები ჯერჯერობით არ არის, თუმცა იმედია სიტუაცია მომავალში
მაინც გამოსწორდება."
ამ საკითხზე მუშაობისას კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრობლემას
გადავაწყდით. სამი წლის წინ, საქართველოს ხელისუფლებამ პრევენციული ღონისძიებების
გატარება სცადა და საჯარო სკოლებთან მდებარე მაღაზიებისა და ჯიხურების
გამყიდველებს სიგარეტის გაყიდვა აეკრძალათ. შედგომში ეს აკრძალვა მხოლოდ
მოზარდებისათვის თამბაქოს მიყიდვის აკრძალვით შემოიფარგლა (რაც ისედაც
დარეგულირებულია საქართველოს კანონმდებლობით) თუმცა, ამ აკრძალვებს დღეს თითქმის
არავინ იცავს და სკოლებთან ახლოს სიგარეტი არამხოლოდ კოლოფობით, არაედ ღერობითაც
კი იყიდება. სიგარეტის ღერებზე გაყიდვა მოზარდისათვის (რომელსაც მთელი კოლოფი
სიგარეტის შეძენის თანხა ხშირად არა აქვს) ერთგვარ წაქეზებადაც კი შეგვიძლია
განვიხილოთ.
ჩვენს მიერ გამოკითხული მაღაზიის ხუთი გამყიდველიდან, ყველა
ამბობს, რომ მათ მოზარდისათვის სიგარეტი არასოდეს მიუყიდიათ. მაგრამ, ისინიც არ
გამორიცხავენ იმ ალბათობას, რომ ბავშვს ელემენტარულად შეუძლია სიგარეტი მასზე
უფროს ადამიანს აყიდონოს და ასეთი შეხთვევები ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება.
სამედიცინო ლიტერატურით ირკვევა, რომ ნიკოტინით მწვავე
ინტოქსიკაციის დროს (ასეთი რამ უმთავრესად ბავშვებს ემართებათ) აღინიშნება
გაძლიერებული ნერწყვდენა, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, ფაღარათი, ტკივილი
კუჭის არეში, ბრადიკარდია (გულისცემის შენელება) იცვლება ტაქიკარდიით (გულისცემის
აჩქარებით). აჩქარებული სუნთქვა (ქოშინის ერთ-ერთი სახეობა) შესაძლოა სუნთქვის
დათრგუნვაში გადაიზარდოს. მოსალოდნელია მხედველობისა და სმენის დარღვევა,
ცნობიერების დაბინდვა, აღგზნება, რომელიც ზოგჯერ ლეთარგიული მდგომარეობით
(გონმიხდილობა, უმოქმედობა) იცვლება. შესაძლოა განვითარდეს კრუნჩხვები და კომური
მდგომარეობაც.
მოზარდები თამბაქოს როგორც
წესი ჩუმად და უცხო თვალისაგან მალულად ეწევიან. ამიტომ სწრაფად ისუნთქავენ ბოლს.
ასეთ დროს კი თამბაქოს კვამლში მავნე ნივთიერებები უფრო მეტია (ნელი მოწევისას
კვამლში ნიკოტინის დაახლოებით 20% გადადის, ხოლო სწრაფი მოწევიას – 40%-ზე მეტი).
ყველაზე მეტ შხამს სიგარეტის ბოლომდე მოწევის შემთხვევაში ჩავისუნთქავთ. როგორც
გერმანელი მეცნიერების გამოკვლევები აჩვენებს, ადამიანები, რომლებიც მოწევას
მოზარდობის პერიოდში იწყებენ (ასეთი კი მწეველთა 70%-ია), 20-25 წლით უფრო ადრე
იღუპებიან, ვიდრე ისინი, ვისაც არასოდეს მოუწევიათ..
Комментариев нет:
Отправить комментарий